ირაკლი კობახიძე - საქართველო წლებია მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს - 2021-24 წლებში, ქვეყანამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, საშუალოდ 9.8% დააფიქსირა

საქართველო წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს - 2021-24 წლებში, ქვეყანამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, საშუალოდ 9.8%, დააფიქსირა - 2025 წლის პირველი 10 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ს შეადგენს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და გაეროს შორის 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება.

„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. 2021-2024 წლებში, საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, საშუალოდ 9.8%, დააფიქსირა. 2025 წლის პირველი 10 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ს შეადგენს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ, 5.1% იქნება. ეს ტენდენციები ხელს უწყობს საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში“, - განაცხადა პრემიერმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს