ალექსანდრე ლუკაშენკო - არ გვინდა ომი, არავის მოწინააღმდეგედ ან მეტოქედ არ მივიჩნევთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვემზადებით ომისთვის, რათა ეს არ მოხდეს

არ გვინდა ომი, არავის მოწინააღმდეგედ ან მეტოქედ არ მივიჩნევთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვემზადებით ომისთვის, რათა ეს არ მოხდეს, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ბელარუსს რუსულ მხარესთან თავდაცვის საკითხებში სრული ურთიერთგაგება და მხარდაჭერა აქვს.

„რუსეთის მხრიდან სრული ურთიერთგაგება და მხარდაჭერა გვაქვს. ამიტომ, ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად. ჩვენ არავისზე თავდასხმის განზრახვა არ გვაქვს. ეს ჩვენი საქმე არ არის. საკმარისია ბრძოლა“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები ბელარუსში მთავარ პრიორიტეტად ითვლება.

„ამიტომ, დაისვა ჩვენი ბირთვული იარაღის დაბრუნების საკითხი, რაც ჩვენ გავაკეთეთ კიდეც. დაისვა საკითხი საბრძოლო მზადყოფნაში რუსული წარმოების ყველაზე თანამედროვე სისტემების განლაგების შესახებ. რუსეთისგან სრული ურთიერთგაგება და მხარდაჭერა გვაქვს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს