სემეკში GIPA-ს ენერგომენეჯმენტის პროფესიული განათლების პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ენერგომენეჯმენტის პროფესიული განათლების პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის ცნობით, საჯარო ლექციის ფორმატში, სემეკის თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია სემეკის საქმიანობის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების, განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ.

„გარდა ამისა, სტუდენტები გაეცნენ სატარიფო რეგულირების პრინციპებს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ მომსახურების ხარისხის სტანდარტებსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებს, დაათვალიერეს სემეკის შენობის სახურავზე განთავსებული მზის პანელები.

„საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ (GIPA) ახორციელებს ენერგომენეჯმენტის პროფესიული განათლების პროგრამას, რომელიც შემუშავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროგრამა მოიცავს ისეთ სასწავლო მიმართულებებს, როგორებიცაა: განახლებადი ენერგია, ენერგოეფექტურობა და ენერგიის მოხმარების მართვა. ენერგიის სამომხმარებლო მოთხოვნის მართვის კურსი, მოიაზრებს სტუდენტებისთვის ცოდნის გაღრმავებას: ენერგიის მიწოდება-მოხმარების, განაწილებისა და განაწილების მართვისთვის საჭირო ტექნოლოგიების შესახებ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა