რეპორტიორები საზღვრებს გარეშე - საქართველოში მთავრობის დაუნდობელმა ავტორიტარულმა ტაქტიკამ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაპატიმრება გამოიწვია

საქართველოში მთავრობის დაუნდობელმა ავტორიტარულმა ტაქტიკამ იანვარში ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის დაპატიმრება გამოიწვია, - ამის შესახებ აღნიშნულია ანგარიშში, რომელსაც ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) აქვეყნებს.

„ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და ბელარუსი, არსებული ვითარება ასახავს სერიოზულ საფრთხეებს, რომლის წინაშეც ყოფილ საბჭოთა ბლოკში პრესის თავისუფლება დგას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, აზერბაიჯანში ამჟამად 25 ჟურნალისტი ციხეშია. რუსეთი მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოში დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობით და 2025 წლის 1-ელი დეკემბრის მონაცემებით, გისოსებს მიღმა მყოფი 48 მედიაპროფესიონალისგან 26 უკრაინელია.

ამასთან, დოკუმენტიუს თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 22 ქვეყანაში 67 ჟურნალისტი მოკლეს, მათგან სულ მცირე 53 ომის ან კრიმინალური ქსელების მსხვერპლია.

„ბოლო 12 თვის განმავლობაში მოკლული ჟურნალისტების დაახლოებით ნახევარი (43%) ღაზაში ისრაელის ძალებმა მოკლეს. უკრაინაში რუსეთის არმია ასევე აგრძელებს ადგილობრივი და უცხოელი რეპორტიორების მიზანში ამოღებას. სუდანი პროფესიისთვის განსაკუთრებით საშიშ ომის ზონად იქცა. მექსიკაში ორგანიზებული დანაშაული კვლავ რჩება ჟურნალისტების სიკვდილიანობის საგანგაშო ზრდის მთავარ მიზეზად. 2025 წელს ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი, 9 ჟურნალისტი დაიღუპა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ამჟამად მთელ მსოფლიოში 503 ჟურნალისტია დაკავებული.

„ჟურნალისტებისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ციხე კვლავ ჩინეთია (121), მეორე ადგილზეა რუსეთი (48), სადაც სხვა სახელმწიფოებთან შედარებით ყველაზე მეტი უცხოელი ჟურნალისტია დაპატიმრებული(26 უკრაინელი ჟურნალისტი). მესამე ადგილზე მიანმარი (47) იმყოფება“, - აღნიშნულია ანგარიშში.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა