დონალდ ტრამპი - უკრაინამ არჩევნები უნდა ჩაატაროს

უკრაინამ არჩევნები უნდა ჩაატაროს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, დროა თუ არა, უკრაინამ არჩევნები ჩაატაროს, აშშ-ის პრეზიდენტმა დადებითი პასუხი გასცა.

„ვფიქრობ, დროა. ვფიქრობ, არჩევნების ჩატარებისთვის მნიშვნელოვანი დროა. ისინი ომს იყენებენ იმისთვის, რომ არჩევნები არ ჩაატარონ, მაგრამ ვფიქრობ, უკრაინელ ხალხს ეს არჩევანი უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, „შესაძლოა, ზელენსკიმ გაიმარჯვოს კიდეც“.

„არ ვიცი, ვინ გაიმარჯვებს. მაგრამ, არჩევნები დიდი ხანია არ ჰქონიათ. ისინი დემოკრატიის შესახებ საუბრობენ, მაგრამ ეს იქამდე მიდის, რომ უკვე დემოკრატია აღარ არის“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა