დონალდ ტრამპი - პუტინამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა გაგება, რომ უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდებოდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ყოველთვის არსებობდა იმის გაგება, რომ უკრაინა არასდროს გაწევრიანდებოდა ნატო-ში.

„პუტინამდე დიდი ხნით ადრე იყო გაგება, რომ უკრაინა ნატო-ში არ შევიდოდა. სრული სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს პუტინამდე დიდი ხნით ადრე იყო. ახლა კი ისინი დაჟინებით მოითხოვენ. იცით, როდესაც ზელენსკი პირველად პუტინს შეხვდა, მან თქვა, რომ ორი რამ სურდა. „მინდა ყირიმის დაბრუნება და ჩვენი ნატო-ში გაწევრიანება. მან ეს არც ისე ლამაზად თქვა“, - აღნიშნა ტრამპმა Politico-სთან ინტერვიუში, როდესაც უპასუხა შეკითხვას : „უნდა შეწყვიტოს თუ არა ნატომ ახალი წევრების მიღება და უნდა დასრულდეს თუ არა ნატო იქ, სადაც ახლაა?“

აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ზელენსკი კარგი „ვაჭარია“.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა