საქართველოს სახალხო დამცველმა GANHRI-ის ბიუროს შეხვედრას უმასპინძლა

3 და 4 დეკემბერს, თბილისში, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) ბიუროს შეხვედრას უმასპინძლა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ბიუროს წევრები საქართველოში შეიკრიბნენ, რათა შეეფასებინათ 2023-2027 წლების სტრატეგიული გეგმის განხორციელების მიმდინარეობა და განეხილათ ძირითადი პრიორიტეტები მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების (NHRIs) მხარდასაჭერად.

საქართველოში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ბიუროს წევრები GANHRI-ს ოთხივე რეგიონიდან, ასევე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) და GANHRI-ს რეგიონული ქსელების სამდივნოების წარმომადგენლები.

ბიუროს სხდომაზე თავის მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის საქმიანობაში სახალხო დამცველის აპარატის აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე 2025 წლის მარტიდან GANHRI-ს ბიუროს წევრია და ამ უფლებამოსილებას 3 წლის განმავლობაში შეასრულებს.

GANHRI-ს ბიურომ დაამტკიცა 2026 წლის სამუშაო გეგმები, რომლებიც მომდევნო წლის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. გარდა ამისა, ბიურომ მოისმინა ანგარიში აკრედიტაციის ქვეკომიტეტის (SCA) მუშაობის შესახებ და განიხილა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების აკრედიტაციასთან დაკავშირებული საკითხები.

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი კვლავ განაგრძობს აქტიურ მონაწილეობას GANHRI-ის საქმიანობასა და გლობალურ პლატფორმებზე, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როლს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის წესრიგში.

ღონისძიება ევროკავშირის პროექტის - „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“ თანადაფინანსებით გაიმართა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა