დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთი მოლაპარაკებებში უფრო ძლიერ პოზიციაშია

რუსეთი მოლაპარაკებებში უფრო ძლიერ პოზიციაშია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რომელი ქვეყანაა უფრო ძლიერ პოზიციაში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ რუსეთი.

„ის გაცილებით დიდი ქვეყანაა. ეს ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო და არც დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. შეიძლებოდა ეს მესამე მსოფლიო ომში გადაზრდილიყო, მაგრამ, ალბათ, ახლა ეს აღარ მოხდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინას შორის ომი ევროპისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

„ისინი ამას თავს ვერ ართმევენ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მისი „სამშვიდობო გეგმა“ ჯერჯერობით არ წაუკითხავს.

„მან ეს წინადადება უნდა წაიკითხოს. ჯერ არ წაუკითხავს. როგორც იცით, ძალიან ბევრი ადამიანი კვდება და კარგი იქნებოდა, თუ წაიკითხავდა. მის ხალხს წინადადება ძალიან მოეწონა. მის მაღალჩინოსნებს ძალიან მოეწონათ, მაგრამ თქვეს, რომ მას ჯერ არ წაუკითხავს. ვფიქრობ, წასაკითხად დრო უნდა იპოვოს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო