GIPA-ში ზურაბ ჟვანიას სახელობის ევროპული დარბაზი გაიხსნა

დღეს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ზურაბ ჟვანიას დაბადების დღე აღინიშნა და მისი სახელობის ევროპული დარბაზი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას GIPA-ს ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ახალი ევროპული დარბაზი ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე დისკუსიის ახალ სივრცეა, სადაც ახალგაზრდები მათთვის საინტერესო თემებზე ისაუბრებენ.

„ზურაბ ჟვანიას წვლილი უნივერსიტეტის დაარსებასა და განვითარებაში უდიდესია. სწორედ GIPA-ში, 2002-2003 წლებში წაიკითხა მან ლექციათა კურსი, რომლის საფუძველზეც მოგვიანებით წიგნი „ჩვენი თაობის პრივილეგია” შეიქმნა.

ღონისძიება GIPA-ს რექტორმა მაკა იოსელიანმა გახსნა. ზურაბ ჟვანიას მოღვაწეობასა და მემკვიდრეობაზე აუდიტორიას ლანა ღოღობერიძემ და გიორგი მარგველაშვილმა მიმართეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები, წიგნის შექმნის პროცესში ჩართული პირები, ასევე, GIPA-ს ის კურსდამთავრებულები, რომლებიც მისი ლექციების უშუალო მონაწილეები იყვნენ.

GIPA ევროპული დარბაზის სახით საზოგადოებას სთავაზობს ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე დისკუსიის ახალ სივრცეს, სადაც ახალგაზრდები მათ წინაშე არსებულ საინტერესო თემებზე ღიად და თამამად ისაუბრებენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა