ვოლოდიმირ ზელენსკი - ლონდონში შემუშავებულ დოკუმენტებს მალე აშშ-ში გავაგზავნით

ლონდონში შემუშავებულ დოკუმენტებს მალე აშშ-ში გავაგზავნით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ომის დასასრულებლად შესაძლო ნაბიჯების ყველა კომპონენტზე. უკრაინული და ევროპული კომპონენტები უკვე მეტად არის შემუშავებული, და მზად ვართ ისინი ამერიკაში პარტნიორებს გადავცეთ. ამერიკულ მხარესთან ერთად იმედი გვაქვს, რომ შესაძლო ნაბიჯები რაც შეიძლება უფრო ეფექტიანი გავხადოთ, რაც შეიძლება სწრაფად”, - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი მუდმივ კონტაქტში იმყოფება ამერიკასთან და უახლოეს დროში უკრაინული მხარე მზად იქნება შემუშავებული დოკუმენტები შეერთებულ შტატებში გააგზავნოს.

„როგორც სწორედ აღნიშნავენ სამომლაპარაკებლო გუნდების პარტნიორები, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მზად არიან თუ არა რუსეთში ეფექტიანი ნაბიჯები გადადგან, რათა სისხლისღვრა გააჩერონ და არ დაუშვან ომის კვლავ გაჩაღება“, - წერს ზელენსკი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო