ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ „საპსანის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტების გამოყენება დაიწყო.

„გულწრფელად ვიტყვი, უკრაინა უკვე იყენებს „ნეპტუნებს“, „გრძელ ნეპტუნებს“, „პალიანიცის“, „ფლამინგოსის“ და ასევე „საპსანის“ რაკეტებს. გულწრფელად რომ ვთქვათ, უკვე დაიწყეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა გამოყენებული რაკეტების რაოდენობა არ დააკონკრეტა.

„არ მინდა, რომ მტერმა ყველა პრეცედენტი და ყველა დეტალი იცოდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „„ნეპტუნები“მართლაც კარგად მუშაობენ“.

„არის მრავალი მომენტი, როდესაც ჩვენი მტერი თვლის, რომ „ნეპტუნის“ რაკეტები გამოვიყენეთ. დაე, კვლავაც ასე სჯეროდეთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინული „საპსანის“ რაკეტა, რომელიც 480 კგ ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავს, ამერიკულ „ATACMS“-ზე ორჯერ მეტი ტვირთამწეობისაა. ჟურნალისტები ასევე იუწყებიან, რომ რაკეტას ბგერის სიჩქარეზე ხუთჯერ მეტი სიჩქარით ფრენა შეუძლია. „საპსანის“ რაკეტის მოქმედების რადიუსი ოფიციალურად არ არის გამჟღავნებული, თუმცა, ითვლება, რომ შეუძლია, დაახლოებით, 300 მილ (დაახლოებით 482 კმ) მანძილზე მიაღწიოს.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა