გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიაში ორი ფიზიკური და ხუთი იურიდიული პირი დაამატა, - ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

კერძოდ, შეზღუდვები დაუწესდა რუს იდეოლოგს, ალექსანდრე დუგინის და ბლოგერს, მიხაილ ზვინჩუკს.

სანქციები ასევე დაეკისრა დუგინის მიერ დაარსებულ გეოპოლიტიკური კვლევებისა და საინფორმაციო რესურსების ცენტრს, საზღვარგარეთ მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვის ფონდს, ბრიუსელში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს „გოლოსსა“ და „ევრომორს“ და პროექტ „რიბარს“.

სანქციები მოიცავს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე დუგინისა და ზვინჩუკის შესვლის აკრძალვას, ასევე მათი და სანქცირებული ორგანიზაციების საქმიანობის გაყინვას ქვეყანაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს