UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა

UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. გადაწყვეტილება ინდოეთში, ნიუ-დელიში გამართულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის UNESCO-ს მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე მიიღეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომაში მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით.

„დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული და პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე. UNESCO-ს გადაწყვეტილება ხორბალთან დაკავშირებული ტრადიციებისა და რიტუალების აღიარების შესახებ არის ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი შრომის, ცოდნისა და პრაქტიკის საერთაშორისო დონეზე დაფასება, ქართული ენდემური სახეობების მნიშვნელობის ხაზგასმა; სულიერი და მატერიალური კულტურის ურთიერთკავშირის გაძლიერება. მსოფლიო მასშტაბით, დღეისათვის აღწერილი ხორბლის 27 კულტურული და ველური სახეობიდან 14 სახეობა საქართველოშია აღმოჩენილი, საიდანაც 5 სახეობა ენდემურია. 2018 წელს „ქართული ხორბლის კულტურას“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და არამატერიალური მემკვიდრეობის სახელმწიფო რეესტრში შევიდა.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - „ქართულიხორბლისკულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ - საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია“,-აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა