მარია ზახაროვა - დასავლეთის ქვეყნების მიმართ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნა, უკრაინაში არჩევნების უსაფრთხოება უზრუნველყონ, ცინიზმის ახალი დონეა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, დასავლეთის ქვეყნების მიმართ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნა, უკრაინაში არჩევნების უსაფრთხოება უზრუნველყონ, ცინიზმის ახალ დონეს წარმოადგენს.

„მიმაჩნია, რომ ეს ცინიზმის ახალ დონეს წარმოადგენს, თავად ზელენსკისთვისაც კი. ეს გამოწვევაა, იმის გათვალისწინებით, რაც მან უკვე გააკეთა. არ მახსენდება არც ერთი ქვეყანა, რომელსაც მის ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარება ეთხოვა ისე, რომ დამოუკიდებლობის დაკარგვის შესახებ განცხადება არ გაეკეთებინა“, - აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პირადად მზადაა არჩევნების ჩასატარებლად, თუმცა აშშ და ევროპის ქვეყნები უსაფრთხოების უზრუნველყოფაში უნდა დაეხმარონ იმ სიტუაციაში, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აგრძელებს.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ არჩევნები უნდა ჩაატაროს.

„ვფიქრობ, არჩევნების ჩატარებისთვის მნიშვნელოვანი დროა. ისინი ომს იყენებენ იმისთვის, რომ არჩევნები არ ჩაატარონ, მაგრამ ვფიქრობ, უკრაინელ ხალხს ეს არჩევანი უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა