ანტონიო კოშტა - ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად რუსეთის აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით შეთანხმებასთან ახლოსაა, დაგეგმილი სამიტი შეთანხმებამდე გაგრძელდება

ევროკავშირი ძალიან ახლოსაა 2026- 2027 წლებში უკრაინის დაფინანსების საკითხის გადაწყვეტასთან, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა.

მისი თქმით, ლიდერებმა ბრიუსელში 18 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ შეასრულონ თავიანთი პირობა და მათთან საუბარს, საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე დღის განმავლობაში გააგრძელებს, სანამ შეთანხმებას არ მიაღწევენ.

„ახლა ჩვენ ვმუშაობთ იურიდიული და ტექნიკური გადაწყვეტის დახვეწაზე, რომელიც წევრი სახელმწიფოების სულ მცირე კვალიფიციური უმრავლესობის თანხმობას მოიპოვებს. ვფიქრობ, ძალიან ახლოს ვართ გადაწყვეტასთან. დარწმუნებული ვარ, რომ 18 დეკემბერს მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუმცა, როგორც ჩემს კოლეგებს გავუზიარე, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ 19 ან 20 დეკემბერსაც - სანამ დადებით დასკვნას არ მივაღწევთ“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

Reuters-ი წერს, რომ ვინაიდან ევროკავშირის მთავრობების უმეტესობა დიდი სახელმწიფო ვალების წინაშე დგას, მათთვის უკრაინის თავდაცვის დაფინანსების სასურველი გზაა დაახლოებით 210 მილიარდი ევროს რუსული სუვერენული აქტივების გამოყენება, რომელიც ევროპაში 2022 წელს მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგაა გაყინული. გამოცემა განმარტავს, რომ პოლიტიკური იმპულსის მიუხედავად, პროექტი მარტივი არ არის, რადგან ბელგია, სადაც გაყინული აქტივების უმეტესობა ინახება, ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან გარანტიებს ითხოვს, რომ ისინი გაიზიარებენ ნებისმიერ ფინანსურ შედეგებს, თუ რუსეთი ბელგიას ამ სქემასთან დაკავშირებით უჩივლებს და წარმატებას მიაღწევს.

ბელგიისთვის გარანტიების მიცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კულმინაციას სამიტზე - ევროპულ საბჭოზე მიაღწევს.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა