ირაკლი კობახიძე რიგი უწყებების არსენალის მთაზე გადატანის შესახებ ინფორმაციაზე - ჯერ დაზუსტებული არაა, რომელ უწყებებს შეეხება, თუმცა გვაქვს გეგმა: კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს, რათა იმავე ფასად შევძლოთ ახლის მშენებლობა

ჯერ დაზუსტებული არაა რომელ უწყებებს შეეხება, თუმცა ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა, კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს, იმისთვის, რომ იმავე ფასად ჩვენ შევძლოთ ახალი შენობების მშენებლობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მთავრობამ პარლამენტის, თბილისის მერიის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სამინისტროების არსენალის მთაზე გადატანასთან დაკავშირებით ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს ინიციატივა მათ შორის, ეკონომიკის ზრდასაც შეუწყობს ხელს.

„ყველა საკითხზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ზოგადად, ჩვენი საჯარო მომსახურეებისთვის შრომის პირობები, ხშირ შემთხვევაში, არ არის სათანადო. აქედან გამომდინარე, ჯერ დაზუსტებული არაა რომელ უწყებებს შეეხება, თუმცა ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა, კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება გასხვისდეს, იმისთვის, რომ იმავე ფასად ჩვენ შევძლოთ ახალი შენობების მშენებლობა, რაც ორმაგად უზრუნველყოფს ეკონომიკურ აქტივობას. ერთი მხრივ ეკონომიკური აქტივობა იქნება ახალი შენობების მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასაც, მეორე მხრივ საინვესტიციო მიზნებით როცა მოხდება კონკრეტული ადმინისტრაციული შენობების გასხვისება, ესეც შეუწყობს ხელს ეკონომიკურ აქტივობას. ანუ ნულოვანი მდგომარეობიდან ჩვენ ორმაგი ეკონომიკური აქტივობა შეიძლება წავახალისოთ ამ პროექტის მეშვეობით, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მთავრობამ პარლამენტის, თბილისის მერიის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სამინისტროების არსენალის მთაზე გადატანასთან დაკავშირებით ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო