ირაკლი კობახიძე - ყველა პრიორიტეტი არის დაბალანსებულად ასახული სახელმწიფო ბიუჯეტში, მესამედზე მეტი დათმობილია სოციალური საკითხებისთვის, სათანადოდ არის ასახული ინფრასტრუქტურული ხარჯებიც

ბიუჯეტის მესამედზე მეტი არის დათმობილი სოციალური საკითხებისთვის, გარდა ამისა, აქ სათანადოდ არის ასახული ინფრასტრუქტურული ხარჯებიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, შემუშავდა მაქსიმალურად დაბალანსებული დოკუმენტი, რომელშიც მაქსიმალურად ფართოდ არის ასახული სოციალური პრიორიტეტები.

„ბიუჯეტის მესამედზე მეტი არის დათმობილი სოციალური საკითხებისთვის, ეს არის მათ შორის ჯანდაცვის თემები, სოციალური საკითხები და ა.შ. მესამედზე მეტი განკუთვნილია სოციალური პრიორიტეტების დაკმაყოფილებისთვის. გარდა ამისა, აქ სათანადოდ არის ასახული ინფრასტრუქტურული ხარჯებიც. 8 მილიარდზე მეტია კაპიტალური დანახარჯები, რაც მთლიანობაში გათვალისწინებულია სახელმწიფო ბიუჯეტში. რა თქმა უნდა, ეს უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის განვითარებას და ამასთანავე ეკონომიკის სტიმულირებას. აქ არის გათვალისწინებული ის ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტული რეფორმების, მათ შორის განათლების რეფორმის განხორციელებასთან და ა.შ. ყველა პრიორიტეტი არის დაბალანსებულად ასახული სახელმწიფო ბიუჯეტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი