სერგეი ლავროვი - რუსეთი ევროპასთან ომს არ გეგმავს, თუმცა ნებისმიერი სახის მტრულ ნაბიჯს ვუპასუხებთ

რუსეთი ევროპასთან ომს არ გეგმავს, თუმცა ნებისმიერი სახის მტრულ ნაბიჯს ვუპასუხებთ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთის ფედერაციის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როგორც პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, ჩვენ ევროპასთან ომს არ ვგეგმავთ. ჩვენ მსგავსი აზრები არ გვაქვს“, - განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, ლავროვის თქმით, რუსეთი უკრაინაში ევროპელი სამხედროების განლაგებას პასუხს გასცემს.

„თუმცა, ჩვენ ნებისმიერი სახის მტრულ ნაბიჯს ვუპასუხებთ, მათ შორის, ევროპული სამხედრო კონტიგენტების უკრაინაში განლაგებას და რუსული აქტივების ექსპროპრიაციას. ჩვენ ამას ვუპასუხებთ და ამ პასუხის გასაცემად უკვე მზად ვართ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა