განათლების მინისტრის მოადგილე - მობილობასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის გადახედვას ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ, თუმცა ახალმა პროექტმა, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ეს საკითხი

მობილობასთან დაკავშირებით არსებობს მოქმედი კანონმდებლობა და მის გადახედვას ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ, თუმცა ახალმა პროექტმა, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ეს საკითხი, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სამინისტროს სურვილია, არ იყოს მანიპულაციის საშუალება და ამით მისაღებ გამოცდებში უფრო დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებმა არ ისარგებლონ.

„ამ ეტაპისთვის, მობილობის ნაწილი არ იყო ამ კანონპროექტთან დაკავშირებული შემადგენელი ნაწილი. რა თქმა უნდა, მობილობასთან დაკავშირებით არსებობს მოქმედი კანონმდებლობა და მის გადახედვას ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ, თუმცა ახალმა პროექტმა, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ეს საკითხი, თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მაღალრეიტინგული სტუდენტები შეიძლება მოხვდნენ უფრო სახელმწიფო უნივერსიტეტებში, თუმცა იმის შესაძლებლობაც არის, რომ შეიძლება კერძო უნივერსიტეტებშიც მოხვდნენ. ამიტომ შესაძლოა გარკვეული ტიპის კვოტირება გავაკეთოთ მათ შორის, GPA-ის ნაწილში ან შეიძლება მოვხსნათ ეს საკითხი. ერთადერთი, რაც გვაწუხებს, არის ის, რომ მანიპულაციის საშუალება არ დავტოვოთ - მისაღებ გამოცდებში უფრო დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებმა არსებული საკანონმდებლო ხვრელი არ გამოიყენონ და შემდეგ არ მოხდეს გადანაცვლება. თუმცა არის გარკვეული ტიპის ბარიერები, რომელსაც თავად სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები უზრუნველყოფენ. ისინი ხსნიან მობილობის ფანჯრებს. შესაძლოა, გარკვეული ტიპის შეზღუდვა დავაწესოთ იგივე GPA-ის ნაწილში, რომ მსგავსი ტიპის მანიპულირება არ მოხდეს. სხვა შემთხვევაში უნივერსიტეტი თუ ხსნის მობილობას, ის ხსნის ყველასთვის. ამ ნაწილში არა მგონია, რომ პრობლემა იყოს“, - განაცხადა გაბისონიამ.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა