დონალდ ტრამპი - გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნების ჩატარება აუცილებელია.

„გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინელების 82% რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების დადებას ითხოვს.

„მათ შეთანხმება სურთ. მე ეს მესმის. ისინი ყოველ კვირას ათასობით ადამიანს კარგავენ. მათ სურთ, რომ ეს დასრულდეს“, - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, უკრაინას „კორუფციასთან დაკავშირებული მასიური პრობლემა აქვს“.

„ეს არავის ცილისწამებას არ ნიშნავს. ხალხი კითხულობს: როდის იქნება არჩევნები? საერთოდ იქნება არჩევნები? თუ უბრალოდ ასე გაგრძელდება?“, - აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, ზელენსკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ მზადაა სამი თვის განმავლობაში არჩევნები ჩაატაროს, თუ აშშ და კიევის სხვა მოკავშირეები უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო