ბათუმში, ოპიზრების ქუჩის მცხოვრებლებმა სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების მოთხოვნით აქცია გამართეს

ბათუმში ოპიზრების ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

მოსახლეობის თქმით, უამინდობის დროს აღნიშნულ ქუჩაზე საცხოვრებელი სახლები, ეზოები და ქუჩები იტბორება. ადგილობრივები სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც შეუერთდა.

თამაზ ბაკურიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მოსახლეობის პრობლემა დროულად მოაგვაროს.

„საკითხი მხოლოდ ინფრასტრუქტურული აღარ არის - ეს არის ადამიანების ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და ღირსების საკითხი, რომელზეც ხელისუფლებამ დროულად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.

თუ კვლავ არ იქნება რეაგირება, პროტესტი გაგრძელდება, რადგან სხვა გზა აღარ დარჩათ“,- განაცხადა აქციის მონაწილემ.

პროტესტს ბათუმის მერიაში უპასუხეს და განმარტეს, რომ ოპიზრების ქუჩის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

"დასასრულს უახლოვდება ოპიზრების ქუჩის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია. სამუშაოები მოიცავს სანიაღვრე სისტემის მოწყობასაც, რაც აღნიშნულ ქუჩაზე მანამდე არ არსებობდა. რაც შეეხება ოპიზრების ჩიხებს, შიდა საუბნო გზებსა და ეზოებს, იგეგმება საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მომდევნო წელს დაიწყება, რაც სრულად აღმოფხვრის ამ დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემებს დატბორვასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ დანარჩენ ნაწილზე რეაბილიტაცია ვერ დაიწყება ცენტრალური ქუჩაზე სამუშაოების დასრულებამდე”,- აცხადებენ უწყებაში.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა