თანამშრომლებს შორის ინფორმაციის მიმოცვლა, ეფექტური ონბორდინგი და ადაპტაცია დღეს კომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, განსაკუთრებით იმ ინდუსტრიებში, სადაც სტანდარტების დაცვა უშუალოდ განსაზღვრავს პროდუქტის ხარისხს და უსაფრთხოებას. თანამედროვე ორგანიზაციებისთვის ეს პროცესი მხოლოდ ახალი თანამშრომლის ინფორმირებას აღარ ნიშნავს, ის ბიზნესის მდგრადობის, შეცდომების პრევენციისა და სტანდარტიზებული ცოდნის შექმნის საფუძველია. სწორედ ამ საჭიროებზეა მორგებული ელექტრონული სწავლების მართვის სისტემა (LMS), რომელიც სწავლების პროცესს აერთიანებს, აციფრულებს და გაზომვადს ხდის.
2021 წელს BDO Academy-მ სწორედ ასეთი პლატფორმა შემოიტანა ქართულ ბაზარზე და მისი პირველი მასშტაბური დანერგვა კომპანია „ნიკორაში“ განახორციელა - ორგანიზაციაში, რომლისთვისაც უსაფრთხოების და ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„ნიკორას“ სპეციფიკური საჭიროებები ჰქონდა: საწარმოო სივრცეში მომუშავე თანამშრომლების დიდი ნაწილი ყოველდღიურ საქმიანობაში კომპიუტერს არ იყენებდა. ამ პირობებში ტრადიციული ტრენინგების ჩატარება რთული, ფრაგმენტული და ხშირად არაეფექტიანი იყო. სწორედ ამიტომ საჭირო გახდა ისეთი გადაწყვეტა, რომელიც სწავლის პროცესს საოფისე სივრცის მიღმა, რეალურ სამუშაო გარემოში უზრუნველყოფდა.
სტანდარტიზებული ცოდნა როგორც ხარისხის გარანტია
პერსონალის დაგეგმვისა და შერჩევის სამსახურის უფროსი მარიტა ტყემალაძე აღნიშნავს, რომ LMS-ის დანერგვამდე „ნიკორაში“ სწავლების პროცესი ფრაგმენტული იყო:
„500-მდე თანამშრომლის სტანდარტიზებული ცოდნით მართვა უკვე ბიზნესის მდგრადობის საკითხად იქცა. საჭირო იყო ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც პროგრესს ზუსტად აჩვენებდა და ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდიდა.“
“ნიკორას” წარმოების ხელმძღვანელი ბერდია აფციაური აღნიშნავს, რომ საწარმოო მიმართულებისთვის ინფორმაცია განსაკუთრებით კრიტიკულია:
„ინდუსტრია, სადაც შეცდომის დაშვების ფუფუნება არ არსებობს, მოითხოვს გარანტიას, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნებისმიერი თანამშრომლისთვის, ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი იყოს.“
მობილურ მოწყობილობებზე მორგებული სწავლება
BDO Academy-მ „ნიკორასთვის“ შეიმუშავა მობილურ ტექნოლოგიებზე სრულად მორგებული სასწავლო მოდელი. აქცენტი გაკეთდა სიმარტივეზე, სისწრაფეზე და ეფექტიანობაზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ონბორდინგს - ახალ თანამშრომელს უკვე პირველი დღიდან შეუძლია გაეცნოს სტანდარტებს, პროცედურებსა და უსაფრთხოების წესებს, ამაში კი მას მომხმარებელზე ორიენტირებული აპლიკაციის ეკოსისტემა ეხმარება.
მონაცემებზე დაფუძნებული HR გადაწყვეტილებები
LMS-მა „ნიკორას“ მისცა სწავლების და მონიტორინგის ერთიანი სისტემა, რომელიც ზუსტად ასახავს, ვინ გაიარა სავალდებულო ტრენინგები, რა შედეგები დააფიქსირეს თანამშრომლებმა კონკრეტულ ვადაში და სად არის მენეჯმენტის მხრიდან ჩარევის საჭიროება. შესაბამისად ონბორდინგის პროცესი გახდა სრულიად სტრუქტურიზებული, ციფრული და რაც მთავარია გაზომვადი, რადგან ის დაეფუძნა რეალურ მონაცემებს.
სისტემამ გავლენა მოახდინა ყოველდღიურ ოპერირებაზეც. წარმოების წარმომადგენლი ხაზს უსვამს პროდუქტის ეფექტიანობაზე:
„თანამშრომლები უფრო ავტონომიურები გახდნენ - საჭირო ინფორმაცია ყოველთვის თან აქვთ. ეს პირდაპირ აისახა შეცდომების შემცირებასა და პროდუქტიულობის ზრდაზე.“
პარტნიორობა, რომელმაც სტანდარტი შექმნა
„ნიკორასთან“ თანამშრომლობა BDO Academy-სთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა და მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ტექნოლოგიას სწავლების ქაოსური პროცესი სტრუქტურირებულ, გაზომვად და შედეგებზე ორიენტირებულ სისტემად გარდაქმნას.
“ჩვენი მიზანი იყო შეგვეთავაზებინა ინსტრუმენტი, რომელიც თანამშრომელთა განვითარებას გააციფრულებდა, გაამარტივებდა და, რაც მთავარია, გაზომვადს გახდიდა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ გზაზე ჩვენი პირველი პარტნიორი იყო „ნიკორა“ - კომპანია, რომლისთვისაც ხარისხი და სტანდარტი უმთავრესია.”
ამბობს BDO Academy-ს LMS პროდუქტის ხელმძღვანელი, მარიამ ჩაჩხიანი.
(R)