ნიკა ჩერქეზიშვილი - ფაქტია, განათლების სტრატეგია დღეს წარმოადგენს არა პროფესიულ, არამედ პარტიული პოლიტიკის პროექტს

განათლების სტრატეგია დღეს წარმოადგენს არა პროფესიულ, არამედ პარტიული პოლიტიკის პროექტს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა განათლების სამინისტროს მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ წერილობით მიმართა ინფრასტრუქტურის მინისტრს და კონკრეტული ვადების დასახელება მოითხოვა, თუ როდის დასრულდებოდა დანგრეული სკოლების მშენებლობა, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

„უკვე მე-13 წელია თვალს ვადევნებთ „ქართული ოცნების“ ე.წ. დიდ რეფორმების დაუსრულებელ და შეუსრულებელ კამპანიას. განათლების სამინისტრო ამ წლების განმავლობაში არაერთხელ გამოვიდა ლოზუნგებით, ახალი სტრატეგიებით, ათასწლეულის გეგმებით, რითაც თითქოს ჩვენი შვილების მომავალს შეცვლიდა უკეთესობისკენ, მაგრამ რეალურად, რაც მივიღეთ არის - წლების განმავლობაში დანგრეული და ვეღარ აშენებული საჯარო სკოლები. ეს არის პარადოქსი - როდესაც სახელმწიფოს არ შეუძლია საბაზისო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა და პარალელურად, გვთავაზობს სისტემური რეფორმების გრანდიოზულ პროექტებს. მთელი საქართველოს მასშტაბით დღემდე არის ათობით სკოლა, რომელთა მშენებლობა და რეაბილიტაცია უსაშველოდ გაიწელა დროში. ეს არის სისტემური უუნარობა და ხანგრძლივი კრიზისი, ზოგ შემთხვევაში, 5 და 6 წლიანიც კი. ე.წ. პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს თუ მოვუსმენთ, ქვეყანა განათლების მიმართულებით ისტორიული გარდატეხის ეტაპზეა, მაგრამ რეალურად, სისტემის ქვაკუთხედი - საჯარო სკოლები, ავარიულ ან დანგრეულ მდგომარეობაშია. ფაქტია, განათლების სტრატეგია დღეს წარმოადგენს არა პროფესიულ, არამედ პარტიული პოლიტიკის პროექტს. მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრომ სრული ფიასკო განიცადა, საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელება დაევალა ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ჩვენმა კოალიციამ „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ წერილით მიმართა ინფრასტრუქტურის მინისტრს, სადაც მოითხოვა კონკრეტული ვადების დასახელება, თუ როდის დასრულდებოდა დანგრეული სკოლების მშენებლობა, თუმცა - პასუხი არ არის! ჩვენი კოალიცია „ლელო -ძლიერი საქართველო“, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, აქტიურად მუშაობს ამ თემაზე და ადგილზე გვაქვს შესწავლილი თითოეული სკოლის პრობლემა, რაც მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის“,- განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

მან ის სკოლები ჩამოთვალა, რომელიც ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, დანგრეულია და საგაკვეთილო პროცესი არ ტარდება.

„გვაინტერესებს იმ კომპანიების ჩამონათვალი, ვინც არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და რა ზომები გაატარა სახელმწიფომ მათ წინააღმდეგ. ჩვენი კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“ ითხოვს კონკრეტულ პასუხებს, ზუსტ ვადებს და არა იმ ლოზუნგებსა და ზედაპირულ წინადადებებს, რასაც მიჩვეულია სისტემა. ამ პასუხებს ელოდება უამრავი ოჯახი, მასწავლებელი, მოსწავლე, რადგან მათი მომავალი სწორედ სკოლების არსებობაზეა დამოკიდებული. იმ სოფლებს, სადაც არ არის სკოლა, მოსახლეობაც ტოვებს და დასახლება კვდება“,- განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

შეგახსენებთ, ზოგადი განათლების საფეხურზე დაგეგმილი რეფორმის მიხედვით, სასწავლო პროცესში აიკრძალება მობილური ტელეფონების გამოყენება; პირველიდან მეექვსე კლასამდე ყველა საჯარო სკოლაში სასკოლო ფორმა სავალდებულო იქნება; 2026 წლიდან სკოლაში შესვლა მხოლოდ 6 წლის ბავშვებს შეეძლებათ; პირველკლასელთა რეგისტრაციის დროს შემოიღებენ წესს - საცხოვრებელთან ახლოს რეგისტრაცია და მე-12 კლასი სავალდებულო აღარ იქნება.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი