კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა

ფინანსური ტექნოლოგიების ბაზარზე მოქმედმა კომპანია „მანი მუვერსმა“ კომპანია „ნეოლეთის“ 100%-იანი წილის შეძენა დაასრულა. ამ გარიგების შედეგად „მანი მუვერს“ სრულად გადაიბარებს „ნეოლეთის“ მომხმარებელთა ბაზასა და სერვისების პორტფელს და მათ უკვე „მანი მუვერსის“ პლატფორმითა და მომსახურების სტანდარტებით მოემსახურება

გარიგების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სერვისების უწყვეტობაა. „ნეოლეთის“ მომხმარებლებისთვის არც ერთი ის სერვისი, რომელსაც აქამდე იღებდნენ, არ შეჩერდება და არ შეფერხდება ტრანზაქციები, გადახდები და მიმდინარე ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. ტექნიკური და ოპერაციული მიგრაცია ისე არის დაგეგმილი, რომ საბოლოო მომხმარებელმა ცვლილება მხოლოდ სერვისის ხარისხისა და კომფორტის გაუმჯობესების საშუალებით იგრძნოს.

ამ გარიგებით „მანი მუვერსი“ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება გადახდების ბაზარზე და მომხმარებელთა პორტფელს დაახლოებით 25%-ით ზრდის. გაზრდილი მასშტაბი კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, უფრო ეფექტურად განავითაროს როგორც არსებული, ისე ახალი პროდუქტები, გააძლიეროს პარტნიორული ქსელი და მეტი ინვესტიცია ჩადოს უსაფრთხოების, ტექნოლოგიური განვითარებისა და მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით.

„ნეოლეთის“ ყოფილი მომხმარებლებისთვის „მანი მუვერსთან“ თანამშრომლობა დამატებით შესაძლებლობებს ქმნის. ისინი მიიღებენ საგადახდო და ფინანსური მომსახურებების უფრო ფართო სპექტრს, მათ შორის თანამედროვე გადახდის ინსტრუმენტებსა და სერვისებზე წვდომას. ეტაპობრივად „ნეოლეთის“ სერვისები სრულად ინტეგრირდება „მანი მუვერსის“ ეკოსისტემაში, რის შედეგადაც მომხმარებლებისთვის მომსახურება კიდევ უფრო მარტივი, კომფორტული და მოქნილი გახდება.

კომპანიის განცხადებით, „მანი მუვერსი“ გეგმავს არა მხოლოდ არსებული პორტფელის შენარჩუნებას, არამედ მისი აქტიურ გაფართოებასაც: ახალი სერვისების დანერგვას როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ არხებში, თანამშრომლობის გაღრმავებას ბანკებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან, ასევე რეგიონალურ ბაზრებზე პოზიციების კიდევ უფრო განმტკიცებას.

„ჩვენი მიზანია, როგორც „ნეოლეთის“, ისე „მანი მუვერსის“ მომხმარებლებს ერთიანი, სტაბილური და ტექნოლოგიურად განვითარებული გარემოს უპირატესობები შევთავაზოთ. ეს გარიგება ჩვენი ზრდისა და მასშტაბირების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ეტაპია,“ – აღნიშნა „მანი მუვერსის“ დირექტორმა, კახაბერ საკანელაშვილმა.

ზემოხსენებული გარიგება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ „მანი მუვერსი“ განაგრძობს განვითარების კურსს და მიზნად ისახავს, გადახდებისა და ციფრული ფინანსური მომსახურებების სფეროში ერთ-ერთ წამყვან პლატფორმად ჩამოყალიბდეს როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში.

(R)

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი