გიგა ლემონჯავა - უკვე არის დადასტურებული, რომ რეჟიმი აწამებს საკუთარ მოქალაქეებს და შემდეგ არ იძიებს ამ ფაქტებს - ახლა კი რეჟიმს უნდა, ვინმემ დაუჯეროს, თითქოს სუს-მა 4 დღეში გამოიძია ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება მოქალაქეების წინააღმდეგ

ადამიანების წამების და შემდეგ ამ წამების ფაქტების არ გამოძიების უკან დგას კოორდინირებული ერთიანი მცდელობა მთელი სახელმწიფო აპარატისა, რომ მიჩქმალოს ეს ფაქტები. ეს არის არა უბრალოდ ჩვენი პოლიტიკური განცხადება, ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი იურიდიული ფაქტები, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გიგა ლემონჯავამ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, კიდევ უფრო ნაკლებად დამაჯერებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 4-დღიანი გამოძიება 2024 წლის აქციების დროს ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.

„დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილ სარჩელებთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა აწამა ადამიანები და შემდეგ არ გამოიძია წამების არცერთი ფაქტი. წამების აკრძალვის დარღვევა დადგინდა როგორც შინაარსობრივ ნაწილში, რაც ნიშნავს, რომ რეჟიმმა ჩაიდინა წამების დანაშაული ათეულობით შემთხვევაში, ისევე პროცედურულ ნაწილში, რაც ნიშნავს, რომ არცერთი წამებასთან დაკავშირებული ფაქტი რეჟიმმა არ გამოიძია. ამ ამბავში, ადამიანების წამების და შემდეგ წამების ამ ფაქტების არ გამოძიების პროცესში, ჩართული იყო არა ერთი კონკრეტული სტრუქტურა, არამედ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სასამართლო სისტემა ანუ მთელი მართლმსაჯულების ბლოკი საქართველოში, რაც ადასტურებს, რომ ადამიანების წამების და შემდეგ ამ წამების ფაქტების არ გამოძიების უკან დგას კოორდინირებული ერთიანი მცდელობა მთელი სახელმწიფო აპარატისა, რომ მიჩქმალოს ეს ფაქტები. ეს არის არა უბრალოდ ჩვენი პოლიტიკური განცხადება, ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი იურიდიული ფაქტები. რეჟიმმა 20 ივნისის შემდეგ, კვლავ გააგრძელა ადამიანების წამება და გაცილებით უფრო მასშტაბური გახადა. 2023-2024 წლებში, საქართველოში აწამეს ასობით ადამიანი. უკვე არის დადასტურებული, რომ რეჟიმი აწამებს საკუთარ მოქალაქეებს და შემდეგ არ იძიებს ამ ფაქტებს. ახლა კი რეჟიმს უნდა, რომ ვინმემ დაუჯეროს თითქოს სუს-მა 4 დღის განმავლობაში გამოიძია ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. სინამდვილეში, სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ რეჟიმი ადამიანებს აწამებს და შემდეგ არ იძიებს ამ ფაქტებს. 2023-2024 წელს წამების მასშტაბი გაცილებით უფრო გაიზარდა და ასევე, დიდი ალბათობით, მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური შენაერთი. არავის სუს-ის გამოძიების არ სჯერა და ამ ამბავს კიდევ ერთხელ ადასტურებს და ხაზს უსვამს სტრასბურგის გადაწყვეტილება. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ამუშავებს ათამდე სხვადასხვა საერთაშორისო მიმართულებას, როგორ უნდა აგოს ივანიშვილმა პასუხი საერთაშორისო სამართლის წინაშე. როგორც ამ 2023-2024 წლებში, ასევე წარსულში ადამიანების სისტემურ წამებაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, შემდგომ დღეებში ჩავაყენებთ საზოგადოებას საქმის კურსში იმ საერთაშორისო მექანიზმებთან დაკავშირებით, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ. ერთი, რაზეც შემიძლია პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღო, არის ის, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ივანიშვილმა აგოს პასუხი საერთაშორისო სამართლის წინაშე ქართველი ხალხის სისტემური წამების, მათ შორის, ქიმიური იარაღის გამოყენების გამო“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი