იუსტიციის მინისტრი - სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები და წერტილი დაუსვა განცხადებებს, რომ გიორგი გახარიას მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას

იუსტიციის მინისტრის პაატა სალიას განაცხადებით, 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, „ძალადობრივი აქციისას გამოიყენოს სპეციალური საშუალებები“.

„პირველი და ყველაზე მთავარი არის ის, რომ სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოს უფლება, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, როდესაც ადგილი აქვს თავდასხმას სამართალდამცველებსა და სახელმწიფო ორგანოებზე, ეს იქნა ცალსახად ხაზგასმული და ამ შემთხვევაში დადასტურდა სახელმწიფოს სრული ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები“,-განაცხადა მან.

პაატა სალიას განცხადებით, გადაწყვეტილებაში საუბარია გარკვეული ხარვეზების არსებობის შესახებაც გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ გარკვეულ შემთხვევებში აქციის დაშლისას ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აქტიურად თანამშრომლობდა სასამართლოსთან ამ გარემოებების დადგენის თვალსაზრისით და “ამ გარემოებას ხაზს უსვამს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც“.

„მოგეხსენებათ, რომ თავად საქართველოს პროკურატურამ ჯერ კიდევ 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ ამ მიმართულებით სწორად გაააქტიურა გამოძიება და გამოკვეთა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობა, რისი შედეგიც იყო 2025 წლის 12 ნოემბერს ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა სწორედ ის გარემოებები, რაზეც უკვე ჩვენმა პროკურატურამ იმუშავა... სასამართლოს მიერ გამოკვეთილი გარემოებები გათვალისწინებული იქნება მიმდინარე გამოძიების ფარგლებშიც“,- განაცხადა მან.

პაატა სალიას შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებამ წერტილი დაუსვა სპეკულაციებს, თითქოს გიორგი გახარიას მიმართ ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ დევნას.

„ვფიქრობ, ამით წერტილი დაესვა იმ პოლიტიკურ განცხადებებს, თითქოს ბატონი გახარიას მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას ხელისუფლების მხრიდან. ამის შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კითხვა აღარ უნდა არსებობდეს. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა ხელმძღვანელი პირების მხრიდან გარკვეულ შემთხვევებში დემონსტრაციის დაშლისას ძალის გადამეტებას“,-განაცხადა პაატა სალიამ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქმეში „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სახელმწიფომ ორ განმცხადებელს მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 75,000 ევრო უნდა გადაუხადოს, ხოლო კიდევ ორს 85,000 ევრო.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი