საპროტესტო აქციების ფონზე ბულგარეთის მთავრობა გადადგა

საპროტესტო აქციების ფონზე ბულგარეთის მთავრობა გადადგა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, როსენ ჟელიაზკოვმა მთავრობის გადადგომის შესახებ გამოაცხადა.

ჟელიაზკოვმა გადადგომის შესახებ განცხადება იქამდე გაავრცელა, ვიდრე პარლამენტი მისი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრას ჩაატარებდა.

ცნობისთვის, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია ბულგარეთში გუშინაც გაიმართა. დემონსტრანტები მთავრობის გადადგომის მოთხოვნის მიზეზად ეკონომიკურ პოლიტიკასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში წარუმატებლობას ასახელებდნენ. ამასთან, გასულ კვირას მთავრობის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის გეგმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე შეტაკებები მოხდა, რის შემდეგაც მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა