ირაკლი კობახიძე - საქართველო და აზერბაიჯანი რჩებიან მტკიცე მოკავშირეებად  და თანამშრომლობას აგრძელებენ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად

საქართველო და აზერბაიჯანი რჩებიან მტკიცე მოკავშირეებად და თანამშრომლობას აგრძელებენ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, საქართველო აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების იდეის ერთგულია.

„აშხაბადში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შევხვდი. საქართველო და აზერბაიჯანი რჩებიან მტკიცე მოკავშირეებად და თანამშრომლობას აგრძელებენ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად.

ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების იდეის ერთგულნი ვართ", - აღნიშნავს პრემიერი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026