მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ ჩორჩანაში მთავარი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ ჩორჩანაში მთავარი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

„სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონის სოფელ უისტაში [ჩორჩანა] აქტიურად მიმდინარეობს გზის მთავარი მონაკვეთის სარემონტო სამუშაოები, რომელთა საერთო სიგრძე 4.5 კილომეტრს შეადგენს.

გზის საფარის რემონტი რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალან გაგლოევის დავალებით ხორციელდება“, - წერს მედია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა