ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს მთელ დონბასზე სურს კონტროლის მოპოვება, ამას არ ვიღებთ - ამერიკელები რაღაც ფორმატს ეძებენ

რუსეთს მთელ დონბასზე სურს კონტროლის მოპოვება, ამას არ ვიღებთ, ამერიკელები რაღაც ფორმატს ეძებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში ტერიტორიული საკითხი ჯერ კიდევ დაურეგულირებელი რჩება.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთს მთელ დონბასზე სურს კონტროლის მოპოვება და უკრაინა ამას „არ იღებს“.

„ამერიკელები რაღაც ფორმატს ეძებენ. ისინი განიხილავდნენ საკითხს „თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან“ დაკავშირებით. ამერიკელები ასე ეძახიან ამას, ხოლო რუსები - „დემილიტარიზებულ ზონას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის პოზიციაა, რომ სამხედროები იქ დარჩნენ, სადაც ახლა იმყოფებიან შეხების ხაზზე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამერიკელები უკრაინისა და რუსეთის პოზიციებში უთანხმოებას ხედავენ და „კომპრომისს“ სთავაზობენ.

„ისინი ხედავენ ისე, რომ უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქის ტერიტორიიდან გადიან და კომპრომისი თითქოსდა იმაშია, რომ რუსი სამხედროები არ შედიან დონეცკის ოლქის ამ ტერიტორიაზე. ვინ იქნება ამ ტერიტორიის მმართველი, რომელსაც ისინი უკვე ეძახიან „თავისუფალ ეკონომიკურ ზონას“ ან „დემილიტარიზებულ ზონას“ - მათ არ იციან. დაახლოებით ასე გამოიყურება ახლა ამერიკის შეერთებული შტატების კომპრომისული ხედვა…

უნდა გავაგრძელოთ საუბარი და ვცადოთ ყველა კითხვაზე პასუხები ვიპოვოთ ისე, რომ ყველაფერი უფრო ადეკვატურად იყოს. მაგალითად, ესენი გავიდნენ 5 კილომეტრით, ისინიც - 5 კილომეტრით. თუ ერთი გავიდა 10 კილომეტრით, მაშინ მეორეც - 10 კილომეტრით. ისევე, როგორც ეს ყველა ომში ხდება, უნდა იყოს რაღაც მონიტორინგი,” - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი