პაატა სალია - ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც პირნათლად ასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს

ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც პირნათლად ასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება შეაფასა, რომელიც ეხება 2019 წლის 20-21 ივნისს გამართულ აქციებს და აღნიშნული დემონსტრაციის შეწყვეტას სპეციალური საშუალებების გამოყენებით.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სრულ თანხვედრაშია პროკურატურის მიერ გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასთან.

„დღევანდელი გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ევროპული სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებები და ადგილობრივ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. საქართველოს პროკურატურამ 2025 წლის 12 ნოემბერს დაიწყო გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა. ეს გარემოება ვერ მოხვდებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ვინაიდან მსჯელობა და არსებითი განხილვა საქმეზე უკვე დასრულებული იყო. თუმცა ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სრულ თანხვედრაშია ევროპული სასამართლოს მიერ ჩატარებული მოქმედებები იმ მოქმედებებთან, რომელსაც დღეს საქართველოს პროკურატურა ატარებს", - თქვა პაატა სალიამ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, პროკურატურა საქმის გამოძიების პროცესში მიიღებს მხედველობაში ყველა იმ გარემოებას, რაც დადგენილი აქვს სტრასბურგის სასამართლოს.

„ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც პირნათლად ასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს. მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილება სამართალდამცავ ორგანოს - პროკურატურას ადგილობრივ დონეზე დიდწილად შესრულებულიც კი აქვს და, რა თქმა უნდა, პროკურატურა მიღებს მხედველობაში ყველა იმ გარემოებას, რაც არის დადგენილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ“, - განაცხადა სალიამ, რომლის კომენტარს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი