ვოლოდიმირ ზელენსკი - ტერიტორიების საკითხი უკრაინელმა ერმა უნდა გადაწყვიტოს არჩევნებით ან რეფერენდუმით

ტერიტორიების საკითხი უკრაინელმა ერმა უნდა გადაწყვიტოს არჩევნებით ან რეფერენდუმით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ვთვლი, რომ ამ კითხვაზე უკრაინელმა ერმა უნდა გასცეს პასუხი. არჩევნების ფორმატში ან რეფერენდუმის ფორმატში, მაგრამ უკრაინელი ერის პოზიცია უნდა იყოს.

ვნახოთ, შემდგომ როგორ მოხდება ეს ყველაფერი. ახლა, ვთვლი, რომ რეალურად ბევრი რამ დამოკიდებულია ჩვენს ჯარზე. რისი შეკავება შეუძლიათ უკრაინელ სამხედროებს, როგორ შეუძლიათ დგომა, სად შეუძლიათ ოკუპანტის განადგურება. ამას მთელ დიპლომატიურ კონსტრუქციაზე აქვს გავლენა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო