ურსულა ფონ დერ ლაიენი - ის, თუ ვინ იქნება ქვეყნის ლიდერი, არა ჩვენი, არამედ ამ ქვეყნის ხალხის გადასაწყვეტია, ეს ამომრჩევლის სუვერენიტეტია და დაცული უნდა იყოს - არავინ უნდა ჩაერიოს

დონალდ ტრამპი ევროპულ დემოკრატიაში არ უნდა ჩაერიოს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა POLITICO-სთან ინტერვიუში, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ, განაცხადა.

„არჩევნების დროს ის, თუ ვინ იქნება ქვეყნის ლიდერი, არა ჩვენი, არამედ ამ ქვეყნის ხალხის გადასაწყვეტია. ეს ამომრჩევლის სუვერენიტეტია და დაცული უნდა იყოს. არავინ უნდა ჩაერიოს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ყოველთვის „ძალიან კარგი საქმიანი ურთიერთობა“ აშშ-ის პრეზიდენტებთან და დღესაც ასეა, თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა, სხვებთან შედარების ნაცვლად, საკუთარ თავზე უნდა ფოკუსირდეს.

„გულის სიღრმეში, მე დარწმუნებული ტრანსატლანტიკოსი ვარ. მაგრამ რა არის ასეთი მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვამაყობთ, რომ ვართ ევროკავშირი, რომ ვხედავთ ჩვენს ძალას და რომ ვუმკლავდებით ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს. რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან შეიცვალა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვიცვლებით და ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: რა არის ჩვენი პოზიცია? რა არის ჩვენი ძალა? მოდით, ვიმუშაოთ ამაზე. მოდით, ვიამაყოთ ამით. მოდით, დავიცვათ გაერთიანებული ევროპა. ეს ჩვენი ამოცანაა. შევხედოთ საკუთარ თავს და ვიამაყოთ საკუთარი თავით“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ევროპა მომდევნო 20 წლის განმავლობაში ცივილიზაციური განადგურების წინაშე აღმოჩნდება. დოკუმენტი ასევე აკრიტიკებს ევროპის მცდელობებს ულტრამემარჯვენე პარტიების შეზღუდვის მიმართულებით და ასეთ ნაბიჯებს პოლიტიკურ ცენზურას უწოდებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი