შიიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის ქალიშვილის, წმინდა ფატიმას დაბადების დღეს აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შიიტ მუსლიმებს წინასწარმეტყველ მუჰამედის ქალიშვილის, წმინდა ფატიმას დაბადების დღეს ულოცავს.

„დღეს შიიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის ქალიშვილის, წმინდა ფატიმას დაბადების დღეს აღნიშნავენ. შიიტ მუსლიმებში ეს დღე ქალთა დღედაა აღიარებული. წმ. ფატიმას ღვთისმოშიშობის, მოთმინებისა და ზნეობრივი სიწმინდის მაგალითად მიიჩნევენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს საქართველოს შიიტ მუსლიმებს, მშვიდობას უსურვებს მათ“, - აღნიშნულია მილოცვაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა