„თელმიკოს“ ახალი სერვისი თითოეული მომხმარებლის ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაამარტივებს

დღეს ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია ონლაინ სერვისების გარეშე. იქნება ეს საყიდლები, საბანკო ტრანზაქციები თუ სახელმწიფო სერვისები, ყველაფერი ხელმისაწვდომია დისტანციურად, მარტივი, ციფრული ინსტრუმენტების დახმარებით. სწორედ ამიტომ, კომპანია „თელმიკომ“ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი მომხმარებელთა კომფორტისკენ და დანერგა თანამედროვე პირადი კაბინეტი — ციფრული პლატფორმა, რომელიც კომპანიის საკვანძო სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს.

პირადი კაბინეტი არის ტექნოლოგიური და უნივერსალური გადაწყვეტილება, რომელიც შექმნილია ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული პროცესების გასამარტივებლად. იგი ზოგავს თქვენს დროს, გათავისუფლებთ ზედმეტი ძალისხმევისგან და კომუნალური მომსახურების მართვას ხელმისაწვდომს ხდის მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ეს არის სერვისი, რომელიც თანაბრად საჭიროა როგორც მოსახლეობისთვის, ისე მსხვილი ბიზნესებისთვის.

რისი გაკეთება შეგიძლიათ პირად კაბინეტში?

  • მართოთ რამდენიმე აბონენტი ერთ სივრცეში, მაგალითად ბინა, ოფისი ან აგარაკი.
  • შეამოწმოთ ბალანსი და დროულად მიიღოთ ინფორმაცია დავალიანების შესახებ
  • გადაიხადოთ ელექტროენერგიის საფასური ონლაინ, რიგისა და მოლოდინის გარეშე
  • იხილოთ და ჩამოტვირთოთ ქვითრები და გადახდების სრული ისტორია
  • მყისიერად, ზარის გარეშე, გადაამოწმოთ, არის თუ არა თქვენთვის საინტერესო ობიექტზე ელექტრომომარაგება
  • დისტანციურად გააფორმოთ ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულება

თელმიკოს პირადი კაბინეტი შექმნილია მათთვის, ვინც აფასებს თავის დროსა და კომფორტს. ონლაინ სერვისი უკვე ხელმისაწვდომია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.telmico.ge. მომავალში დაგეგმილია პირადი კაბინეტის შესაძლებლობების გაფართოება, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტი ოპერაცია შეასრულონ ონლაინ.

პირადი კაბინეტის გამოყენება მარტივია, მათთვისაც კი, ვინც იშვიათად სარგებლობს ინტერნეტ-ტექნოლოგიებით. სერვისი მუშაობს 24/7 რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ აგვარებთ ყველა საჭირო საკითხს მაშინ, როცა ეს თქვენთვის არის მოსახერხებელი.

როგორ დავიწყოთ სარგებლობა?

რეგისტრაციის პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია და მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ:

  1. დაასკანერეთ სპეციალური QR-კოდი ან ეწვიეთ საიტს www.telmico.ge.
  2. გაიარეთ სწრაფი რეგისტრაცია.
  3. სულ ესაა — თქვენი პირადი კაბინეტი მზადაა მუშაობისთვის!

თელმიკოს პირადი კაბინეტი

(R)

სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა