GCCA-ის წარმომადგენლებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გამართეს

საქართველოში, მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, ხელშეწყობისა და ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) წარმომადგენლებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში: მცხეთის N მე-2 საჯარო სკოლასა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკნის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების ფარგლებში, საბაზო-საშუალო საფეხურების მოსწავლეებთან ერთად, GCCA-ის თანამშრომლებმა დეტალურად მიმოიხილეს მომხმარებლის უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები.

„ასევე, კონკურენციის პოლიტიკის მთავარი პრინციპები და საინტერესო გადაწყვეტილებები. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.

საგანმანათლებლო სექტორთან შეხვედრები საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა