GCCA-მა ამანათებისა და ტვირთების გადამზიდი კომპანია შპს „ბარამი ლოჯისტიკსი“ დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ამანათებისა და ტვირთების გადამზიდი კომპანია შპს „ბარამი ლოჯისტიკსი“ დაჯარიმდა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს განმარტებით, ჯარიმის ოდენობა 8 000 ლარამდეა და საკითხი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას, კერძოდ, კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებაში უსამართლო სტანდარტული პირობების გათვალისწინებას, უმოქმედობით გამოხატულ შეცდომაში შემყვან კომერციულ საქმიანობასა და მომსახურების ნაკლოვანი შესრულების ფაქტს ეხება.

„GCCA-ის გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს ევალებოდა - ერთი თვის ვადაში სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოეყვანა და მომხმარებლის დარღვეული უფლებები აღედგინა, რაც კომპანიის მხრიდან არ შესრულებულა.

დაჯარიმების პროცედურას სააგენტო იწყებს მაშინ, როდესაც დარღვევის დადასტურების შემდეგ კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს. GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2 %-ს. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს და 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის განმეორება დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას იწვევს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა