იური უშაკოვი - გამორიცხული არ არის, რომ ზელენსკიმ არჩევნების ჩატარება უბრალოდ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შესაძლებლობად განიხილოს

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი არ გამორიცხავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში არჩევნებს დროებითი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შესაძლებლობად მიიჩნევს.

„გამორიცხული არ არის, რომ მან ეს უბრალოდ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შესაძლებლობად განიხილოს. სულ ესაა“, - განაცხადა უშაკოვმა.

ამასთან, მან სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსკოვს ჯერ არ უნახავს აშშ-ის სამშვიდობო გეგმის გადამუშავებული ვერსიები.

„ჩვენ არ გვინახავს ამერიკული გეგმების გადამუშავებული ვერსიები“, - განუცხადა უშაკოვმა ჟურნალისტებს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო