ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა.

როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თურქმენეთში, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირებსა და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის პრეზიდენტს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით მზადყოფნა დაუდასტურა.

„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ეკონომიკური თანამშრომლობაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.

ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობას დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენს ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ არსებული დიდი პოტენციალი. თქვენი განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამ საკითხს და ეს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზეც აისახება“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ყაზახეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე ხაზი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივას გაუსვა.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს და მრავალი მიმართულებით მას ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად მივიჩნევთ. საქართველო დიდი პერსპექტივების მქონე პარტნიორია, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში. სწორედ ეს მიმართულება არის გამწევი ძალა დღევანდელ პერიოდში და დიდია მისი გავლენა სხვა სექტორებზე.

ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა კიდევ უფრო განვითარდება სამომავლოდ და ამისთვის კომუნიკაცია გაძლიერდება. ეს შეეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განზომილებას“, - აღნიშნა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი