რატომ უნდა ასწავლოთ თქვენს შვილებს რობოტიკა?

ინჟინერია, მათემატიკა, პროგრამირება და ანალიტიკური აზროვნება - ამ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებს რობოტიკა, რომელიც თანამედროვე ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დისციპლინაა. ის, ერთი მხრივ, ძალიან საინტერესო და სახალისოა, მეორე მხრივ კი მოზარდებს აძლევს უნარებსა და ცოდნას, რომელიც თანამედროვე ცხოვრებაში სჭირდება.

რობოტიკაში შესაძლებლობები ფაქტობრივად შეუზღუდავია. სწორი ანალიზისა და დაგეგმვის შემთხვევაში შესაძლებელია აიწყოს ყველაფერი, რაც ბავშვსა თუ უფროსს აზრად მოუვა. ყველაფრის საფუძველია ინჟინერია, რომლის ფარგლებშიც იქმნება კონსტრუქცია. პროგრამის ნაწილში იქმნება კოდები, რომლის საშუალებითაც შექმნილი კონსტრუქცია ფუნქციონირებს. განვითარების კიდევ უფრო მაღალ ეტაპზე შესაძლებელია ჩაერთოს ხელოვნური ინტელექტიც და მიღებული კონსტრუქცია კიდევ უფრო ჭკვიანი გახდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვები, რომლებიც რობოტიკას სწავლობენ, რეალურად ეჩვევიან ლოგიკურ აზროვნებას და პრობლემების გადაწყვეტის ოპტიმალური გზების გამონახვას.

თუ მაინც ფიქრობთ, რატომ უნდა შეასწავლოთ თქვენს შვილს რობოტიკა, გეტყვით, რომ:

მოზარდი მოემზადება მომავლის პროფესიის შესასწავლად

ჩვენს ცხოვრებაში ყოველწლიურად უფრო მეტ ადგილს იკავებს ტექნოლოგიები. ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიებიც უკვე ტექნოლოგიებს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, თუ ბავშვს პატარა ასაკიდანვე დააინტერესებთ ტექნოლოგიებით, შეასწავლით რობოტიკის საფუძვლებს, მას მეტი საფუძველი იქნება, რომ ტექნოლოგიებით დაინტერესდეს და ამ ინდუსტრიაში დასაქმდეს. ამავდროულად, მას მას უკვე ექნება საბაზისო ცოდნა ინჟინერიასა და პროგრამირებაში.

მოზარდი ეჩვევა ლოგიკურ აზროვნებას

რობოტიკა ბავშვებს პრობლემების ანალიზსა და ეტაპობრივ გადაჭრას ასწავლის. როცა მოზარდი ქმნის რობოტს ან წერს კოდს, ის მუდმივად სვამს კითხვას - რა შეიძლება გავაკეთო უკეთესად? რას ვაკეთებ არასწორად? ასეთი მიდგომით ეჩვევიან, რომ კრიტიკულად შეაფასონ საკუთარი გადაწყვეტილებები, გამოიმუშაონ ნებისყოფა და პირველივე შეცდომაზე არ დანებდნენ. ეს უნარები კი არა მხოლოდ კარიერაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ფასდაუდებელია.

უვითარდებათ შემოქმედებითი უნარები

რობოტიკა მხოლოდ ტექნიკური დავალებების შესრულება არ არის. ამ პროცესში მნიშვნელოვნად არის ჩართული ფანტაზიაც. მათ შეუძლიათ შექმნან რობოტები და თავადვე მოიფიქრონ ფუნქციონალიც. ეს უვითარებს შემოქმედებით უნარებს და ამავდროულად, აჩვევს, რომ მათი იდეების განხორციელება შესაძლებელია. შესაბამისად, ბავშვები ფანტაზიას უფრო მეტ გასაქანს აძლევენ და იდეებიც უფრო საინტერესო ხდება.

ბავშვი პატარა ასაკიდანვე მიეჩვევა გუნდურ მუშაობას

რობოტიკა, როგორც წესი, გუნდურ მუშაობას მოითხოვს. მასში რამდენიმე მიმართულებაა ინტეგრირებული და შესაბამისად უნდა მოხდეს როლების გადანაწილებაც. რობოტიკით დაინტერესებული ბავშვები მარტივად სწავლობენ დავალებების გონივრულად გადანაწილებას, ერთმანეთის მოსმენად, გადაწყვეტილების გუნდურად მიღებას და გუნდის წევრების უნარების შეფასებას. ეს ყველაფერი კი მათ ნებისმიერ პროფესიაში დასჭირდებათ.

რობოტიკის კურსი ბავშვებისთვის უკვე ხელმისაწვდომია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრში. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ BTU-მ ცოტა ხნის წინ ევროკავშირის წამყვანი ციფრული ინოვაციისა და განათლების პლატფორმა EIT Digital-ისგან ევროპის „წლის ტრენერის“ ჯილდო მოიპოვა. აღნიშნული ტრენინგ ცენტრი წარმოადგენს თანამედროვე სასწავლო პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს უახლეს მიმართულებებს. ცენტრი ბავშვებს, ზრდასრულებსა და ორგანიზაციებს სთავაზობს პრაქტიკულ, შედეგზე ორიენტირებულ სასერტიფიკატო კურსებს, რომლებიც ინდუსტრიის მოთხოვნებზე დაყრდნობით იქმნება და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით ხორციელდება.

BTU-ს ტრენინგ ცენტრის რობოტიკის კურსი ბავშვებისთვის წარმოადგენს ინოვაციურ სასწავლო პროგრამას მათთვის, ვისაც სურს თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს საფუძვლიანი შესწავლა და საინჟინრო აზროვნების განვითარება. პროგრამა ეფუძნება STEM განათლების პრინციპებს და აერთიანებს მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებებს.

პროგრამის მთავარი მიზანია, მონაწილეებმა გააცნობიერონ, თუ როგორ ხდება იდეის ხორცშესხმა, როგორ იქცევა კონცეფცია მექანიკურ სტრუქტურად, როგორ ერწყმის პროგრამული ალგორითმი ფიზიკურ კომპონენტებს, და როგორ ამუშავებს სისტემა გარემოდან მიღებულ სიგნალებს. მოსწავლეები ისწავლიან მიკროკონტროლერების პროგრამირების საფუძვლებს, სენსორებისა და აქტუატორების მუშაობის პრინციპებს, სხვადასხვა ტექნიკური კომპონენტების ერთიან სისტემაში ინტეგრირებას.

კურსის ხიბლი პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებაშია. მონაწილეები აწყობენ, აპროგრამებენ საკუთარ რობოტებს და რეალურ გარემოში გამოცდიან მათ. მსგავსი მიდგომა ავითარებს ალგორითმულ აზროვნებას, სისტემურ-ანალიტიკურ ხედვასა და შემოქმედებითობას, ხოლო პრაქტიკული გამოცდილება კი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, რომ იდეა რეალობად აქციონ.

კურსი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარების განვითარებას. მონაწილეები სწავლობენ, როგორ წარმოადგინონ თავიანთი ტექნიკური და გადაწყვეტილებები მკაფიოდ, პროფესიულად და შთამაგონებლად, როგორ გაუზიარონ შედეგები გუნდს და როგორ წარმოადგინონ საინჟინრო იდეები აუდიტორიასთან.

პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შეექმნებათ წარმოდგენა საინჟინრო აზროვნებასა და მიდგომებზე, შეეძლებათ შექმნან ინოვაციური და ოპტიმალური გადაწყვეტილებები, გარდაქმნან საკუთარი იდეები რეალურად ფუნქციონირებად ფიზიკურ სისტემებად. ისინი შეძლებენ დამოუკიდებლად დაგეგმონ, განსაზღვრონ და აამუშაონ კომპლექსური ტექნიკური პროექტები, გამოიყენონ როგორც პროგრამირება, ასევე მექანიკური და ელექტრო დეტალები ეფექტური შედეგების მისაღწევად.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ოფიციალური სერტიფიკატი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისგან.

კურსზე დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი