იური უშაკოვი - დონბასი, ადრე თუ გვიან, რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ მოექცევა - სრულიად შესაძლებელია, რომ იქ არავის ჯარი აღარ იყოს, არც რუსული და არც უკრაინული, მაგრამ იქ იქნება ეროვნული გვარდია, ჩვენი პოლიცია

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, დონბასი ადრე თუ გვიან რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ მოექცევა.

„ადრე თუ გვიან, თუ არა მოლაპარაკებების გზით, მაშინ სამხედრო გზით, ეს ტერიტორია რუსეთის ფედერაციის სრული კონტროლის ქვეშ მოექცევა. ყველაფერი დანარჩენი ამაზე იქნება დამოკიდებული“, - განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, საბოლოოდ, დონბასში შესაძლოა ჯარები არ იყვნენ, მაგრამ იქნება რუსეთის ეროვნული გვარდია და ყველაფერი, რაც წესრიგის შესანარჩუნებლად არის საჭირო.

„ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ უკრაინული ჯარების გასვლის შემდეგ შეიძლება. ხოლო რა მოხდება იქ შემდეგ - ჩემი აზრით, ეს არის ის, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ. რადგან სრულიად შესაძლებელია, რომ იქ არავის ჯარი აღარ იყოს, არც რუსული და არც უკრაინული. დიახ, მაგრამ იქ იქნება ეროვნული გვარდია, ჩვენი პოლიცია, ყველაფერი, რაც წესრიგის შესანარჩუნებლად და ცხოვრების ორგანიზებისთვის არის საჭირო“, - აღნიშნა უშაკოვმა.

მისი მტკიცებით, რუსეთის კონსტიტუციის შესაბამისად, მთელი დონბასი რუსულია.

„დონბასი რუსულია. მთლიანად. არსებობს კონსტიტუცია. სხვათა შორის, გილოცავთ - დღეს კონსტიტუციის დღეა“, - აღნიშნა უშაკოვმა მედიასთან საუბარში.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ამერიკული მხარე კიევს დონბასის ნაწილში ე.წ. „თავისუფალი ეკონომიკური“ ზონის, ანუ, როგორც რუსები უწოდებენ, „დემილიტარიზებული“ ზონის შექმნას სთავაზობს. ამ გეგმის თანახმად, უკრაინული ჯარები ტერიტორიის ნაწილიდან უნდა გავიდნენ, ხოლო რუსული ჯარები იქ არ უნდა შევიდნენ. მისი თქმით, შეთავაზებული მოდელი უკრაინის ინტერესებში არ შედის, რადგან სამართლიანია შეხების ხაზზე დარჩენა, თუმცა დიალოგი გრძელდება და კიევი პარიტეტისა და უსაფრთხოების გარანტიებზე დაფუძნებულ სამართლიან გადაწყვეტილებებს ეძებს. ზელენსკის თქმით, ტერიტორიებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება სამართლიანი უნდა იყოს და ხალხის პოზიციას ეფუძნებოდეს. „ვთვლი, რომ ამ კითხვაზე უკრაინელმა ერმა უნდა გასცეს პასუხი. არჩევნების ფორმატში ან რეფერენდუმის ფორმატში, მაგრამ უკრაინელი ერის პოზიცია უნდა იყოს. ვნახოთ, შემდგომ როგორ მოხდება ეს ყველაფერი. ახლა, ვთვლი, რომ რეალურად ბევრი რამ დამოკიდებულია ჩვენს ჯარზე. რისი შეკავება შეუძლიათ უკრაინელ სამხედროებს, როგორ შეუძლიათ დგომა, სად შეუძლიათ ოკუპანტის განადგურება. ამას მთელ დიპლომატიურ კონსტრუქციაზე აქვს გავლენა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი