უკრაინულმა ძალებმა კასპიის ზღვაში იარაღით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყეს

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა, წინააღმდეგობის მოძრაობა „შავ ნაპერწკალთან“ თანამშრომლობით, ჩაატარა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის გადამტან ორ რუსულ გემს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გემების მარშრუტისა და ტვირთის შესახებ დეტალური ინფორმაცია სპეციალური ოპერაციების ძალებს წინააღმდეგობის მოძრაობამ მიაწოდა.

გემებზე „კომპოზიტორ რახმანინოვსა“ და „ასკარ-სარიჯაზე“ დარტყმა კასპიის ზღვაში, ყალმუხეთის რესპუბლიკის სანაპიროსთან განხორციელდა. რუსეთი ამ გემებს სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა. ორივე გემი აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება, ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო ტვირთების გადაზიდვაში მონაწილეობის გამო.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო