ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკში ჩავიდა.ზელენსკიმ ქალაქ კუპიანსკიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„დღეს კუპიანსკის მიმართულებაზე ვარ. ჩვენი ჯარისკაცები აქ უკრაინისთვის შედეგებს აღწევენ. კუპიანსკის შესახებ ბევრი რუსი საუბრობდა. მადლობა ყველას, ვინც აქ იბრძვის და ვინც ოკუპანტებს ანადგურებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, „ფრონტზე შედეგების მიღწევას დიდი მნიშვნელობა აქვს“.

„ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა უკრაინამ დიპლომატიურ შედეგებსაც მიაღწიოს. ეს ასე მუშაობს: ქვეყნის შიგნით ძლიერი პოზიციები ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ძლიერ პოზიციებს წარმოადგენს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, დღეს ანალიტიკურმა პროექტმა DeepState-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს და კუპიანსკში რუსული ძალები ალყაში მოაქციეს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო