სანდრო ბარამიძე - ევროპულ სასამართლოში მოპასუხე არის სახელმწიფო, რაც ჩაიდინეს, ჩაიდინა რეჟიმმა - რაც შეეხება გახარიას, მისი პასუხისმგებლობა უზარმაზარია და როცა გაიძახის, მე არ გამიცია ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებაზეო, თქვას, ვინ გასცა

ევროპულ სასამართლოში მოპასუხე არის სახელმწიფო. გახარია ამ შემთხვევაში წარმოადგენდა სახელმწიფოს და მთელი სახელმწიფო არის პასუხისმგებელი, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერმა, სანდრო ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს გარდა, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაც უზარმაზარია და თუ მას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია, მაშინ ბრძანების გამცემი უნდა დაასახელოს.

„ევროპულ სასამართლოში მოპასუხე არის სახელმწიფო. არა გახარია, არა ვიღაც ქიბროწაშვილი და ა.შ. გახარია ამ შემთხვევაში წარმოადგენდა სახელმწიფოს და მთელი სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ამაზე იმიტომ, რომ თუ გახარიამ რაღაც ჩაიდინა, მაშინვე შეეძლოთ ეს ყველაფერი ეთქვათ. გახსოვთ მათი ფრაზები, "ბუზი ყველა ბზუისო და გახარიასთან ყველა ტყუისო?" ეს კაცი დააწინაურეს პრემიერ-მინისტრად და თქვეს, გახარიასნაირი მაგარი კაცი საერთოდ არავის არ ჰყავსო.

ეს ყველაფერი რაც ჩაიდინა, ჩაიდინა რეჟიმმა. მე არ მინდა ვთქვა, სახელმწიფომ იმიტომ, რომ სახელმწიფო მიტაცებული აქვს ერთ ხროვას, აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს სახელით მოქმედმა რეჟიმმა ჩაიდინა და პასუხისმგებლობა მასზეა.

რაც შეეხება გახარიას პირად პასუხისმგებლობას, ცხადია, გახარიას პასუხისმგებლობა აქ უზარმაზარია თუნდაც იმიტომ, რომ თუ გაიძახის, მე არ ვიყავი ის კაცი, რომელმაც გასცა ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებო, მაშინ თქვას, ვინ იყო.

სტრასბურგმა გამოაცხადა, რომ ჩადენილია ძალიან ცუდი რაღაცები, მათ შორის, პროცედურული ნაწილით არ არის გამოძიებული. სტრასბურგი არ ავალებს გერმანიას, რომ გახარია გადაეციო, გერმანია იქ მოპასუხე მხარე საერთოდ არ არის. ამიტომ, გახარიას გადმოცემის ან არ გადმოცემის საკითხი გერმანიის გადასაწყვეტია, თუ ესენი [„ქართული ოცნება“] გერმანიას მიმართავენ“, - აღნიშნა ბარამიძემ.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოში 2023-24 წლის აქციების დაშლის საქმეებიც მოხვდება და თუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დარწმუნდა იმაში, რომ საქართველოში ადამიანის წამებას მასობრივი ხასიათი აქვს, საქმის განხილვის ვადა კიდევ უფრო შემოკლდება.

„შესაძლოა, სტრასბურგი უკვე დარწმუნდეს იმაში, რომ ადამიანის წამებას საქართველოში აქვს მავნე ადმინისტრაციული პრაქტიკის ხასიათი. ეს უკვე სპეციფიკური მიდგომაა. სტრასბურგი ამაში დარწმუნდება, იმდენად მეორდება ადამიანების მასობრივი წამება უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი გამოხატავენ თავიანთ აზრს. ასეთ შემთხვევაში, საქმის განხილვის ვადა კიდევ უფრო შემოკლდება.

არ გაგიკვირდეთ, რომ ახლა კობახიძე გახდეს განტევების ვაცი.

„ქოცებმა“ ყველაფერთან ერთად, საოცარი სისულელე ჩაიდინეს, როდესაც გომელაური და შსს-ს კიდევ ათი მაღალჩინოსანი ე.წ. ღირსების ორდენით დააჯილდოვეს. მე ამას „ეგრეთ წოდებულს“ ვუწოდებ, რადგან ღირსების ორდენი არ ჰქვია იმას, როდესაც ხალხის წამებისთვის პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანები ამით ჯილდოვდებიან. ამით თავად დაიხატეს სამიზნე და ვერც გათვალეს, რომ როდისმე მოუწევთ იმის თქმა, სხვა არის პასუხისმგებელი და მე არაო“, - აღნიშნა ბარამიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი