რუსტემ უმეროვი - უსაფრთხოების საკითხებში უკრაინელ, ამერიკელ და ევროპელ მრჩევლებს შორის შეხვედრა შედგა - მიზანი უცვლელია: ომის დასრულება

უსაფრთხოების საკითხებში უკრაინელ, ამერიკელ და ევროპელ მრჩევლებს შორის შეხვედრა შედგა, - ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი ავრცელებს.

რუსტემ უმეროვის ცნობით, შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა და მხარეებმა უსაფრთხოების საკითხები და სამშვიდობო გეგმის შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.

„მიზანი უცვლელი რჩება: ომის დასრულება და იმ ნაბიჯების განსაზღვრა, რომლებიც უკრაინისთვის სამართლიან მშვიდობას, უსაფრთხოებასა და აღდგენას უზრუნველყოფს“, - წერს უმეროვი „ტელეგრამის“ არხზე.

უმეროვის თქმით, მოლაპარაკებების შედეგების შესახებ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო