ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა 450-ზე მეტი დრონი და 30 რაკეტა გაუშვა, რომელთა სამიზნე ქვეყნის სამხრეთში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო

რუსეთმა 450-ზე მეტი დრონი და 30 რაკეტა გაუშვა, რომელთა სამიზნე ქვეყნის სამხრეთში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსული ძალების იერიშების შემდეგ კიროვოგრადის, ნიკოლაევის, ოდესის, სუმის, ხარკოვის, ხერსონისა და ჩერნიგოვის ოლქებში ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

„მნიშვნელოვანია, ყველამ დაინახოს, რას აკეთებს ახლა რუსეთი. ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ისინი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ტერორის მიზნით დგამენ, ომის დასრულებისკენ მიმართული ნამდვილად არ არის. მათი მიზანი კვლავ ჩვენი სახელმწიფოს განადგურება და ჩვენი ხალხისთვის მაქსიმალური ტანჯვის მიყენებაა. სწორედ ამიტომ გვჭირდება მხარდაჭერა ადამიანების სიცოცხლის დაცვისა და ომის დასრულებით მიზნით, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებით და რუსეთზე ზეწოლის გაზრდით. იმისთვის, რათა ჩვენმა დიპლომატიურმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღოს, ჩვენ ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ აგრესორზე, რათა მან ის ომი დაასრულოს, რომელიც თავად დაიწყო“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო