Reuters - აშშ ბელარუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებულ სანქციებს ხსნის

აშშ ბელარუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებულ სანქციებს ხსნის, - ინფორმაციას Reuters-ი ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის მიერ ბელარუსულ კალიუმზე (პოტაში) დაწესებული სანქციების მოხსნის შესახებ დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა მინსკში, ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრისას გამოაცხადა.

„პრეზიდენტ ტრამპის ბრძანების შესაბამისად, აშშ კალიუმზე სანქციებს ხსნის. ვფიქრობ, ეს ბელორუსისთვის აშშ-ს მხრიდან გადადგმული ძალიან კარგი ნაბიჯია. ჩვენ ახლა მათ ვაუქმებთ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში კიდევ უფრო მეტი სანქცია მოიხსნება“, - განაცხადა კოულმა.

ასევე, კოულის თქმით, ლუკაშენკოსთან უკრაინასა და რუსეთს შორის ომის და ვენესუელის საკითხიც განიხილა.

„ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. მომავალზე ვისაუბრეთ. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გავაგრძელოთ სვლა აშშ-სა და ბელარუსს შორის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე. ეს ჩვენს მიზანს წარმოადგენს“, - აღნიშნა კოულმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს