რუსეთის რამდენიმე რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ ურიუპინსკში ნავთობის საწყობზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას რუსული ტელეგრამ არხები ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, დრონებით შეტევა ასევე მოხდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იაროსლავსა და კრასნოდარის მხარეში და ელექტროსადგურზე სმოლენსკის ოლქში.

ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის ანდრეი ბოჩაროვის განცხადებით, ურიუპინსკში, ნავთობბაზაზე, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, ხანძარი გაჩნდა.

რუსეთის საზოგადოებრივი ჯგუფების ცნობით, თავდასხმა განხორციელდა იაროსლავში მდებარე „სლავნეფტ-იანოს“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

რუსეთის საზოგადოებრივმა ჯგუფებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით თავდასხმა მოხდა.

„ადგილობრივი მცხოვრებლები იუწყებიან აფეთქებების შესახებ აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე სახლების დაზიანების შესახებ“, - წერს ტელეგრამ არხი Astra.

გარდა ამისა, რუსეთის საზოგადოებრივმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ სმოლენსკიში, ელექტროსადგურზე დრონით თავდასხმა ხორციელდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს