საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და ასოციაციის მმართველი ორგანოების არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის მმართველი ორგანოების არჩევნები მიმდინარეობს.

მმართველი ორგანოების არჩევნებში საერთო ჯამში 126 კანდიდატია რეგისტრირებული.

როგორც ცნობილია, ასოციაციის თავმჯდომარეობის სურვილი სულ 6-მა კანდიდატმა გამოთქვა.

კომისიის 15-მა წევრმა, რომელიც გუშინ დაამტკიცეს, არჩევანი ირაკლი ყანდიაშვილის, გიორგი მარიამიძის, მანუჩარ ჭუმბურიძის, ირაკლი ჩომახაშვილისა, მუხრან ღურწკაიას და ნიკოლოზ კვანტრიშვილს შორის უნდა გააკეთონ.

ამასთან, დღევანდელ კრებაზე აირჩევენ აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებსაც.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო