დავით ასათიანი - ეს არის პროფესიული არჩევნები და არ არის პოლიტიკური ან რაიმე სხვა ტიპის - კოლეგიალურად გადავწყვეტთ, ვინ უხელმძღვანელებს ასოციაციას მომავალი 4 წლის განმავლობაში

დღეს ადვოკატთა ასოციაცია ირჩევს ახალ მმართველ ორგანოებს - თავმჯდომარეს, აღმასრულებელ საბჭოს, ეთიკის კომისიას და სარევიზიო კომისიას - ეს არის პროფესიული არჩევნები და არ არის პოლიტიკური ან რაიმე სხვა ტიპის, კოლეგიალურად გადავწყვეტთ, ვინ უხელმძღვანელებს ასოციაციას მომავალი 4 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პროცესი დემოკრატიულად მიმდინარეობს.

„დიდი აქტიურობაა, ამ არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია 5650 ადვოკატს. ამ ორი დღის განმავლობაში, ჩვენ ძალიან დემოკრატიულად, გამჭვირვალედ შევქმენით ყველა პირობა, რომ ადვოკატებმა გამოხატონ თავიანთი ნება და თავიანთ რჩეულს მისცენ ხმა, რათა მმართველმა ორგანოებმა განაგრძონ ის საქმიანობა, რაც დაწყებულია ამდენი ხნის განმავლობაში.

წინასაარჩევნო კამპანია, ვფიქრობ, ნორმალურად წარიმართა. ჩვენ კოლეგები ვართ, პროფესიონალი ადვოკატები ვართ და შესაბამისად, გვაქვს ურთიერთპატივისცემის დიდი განცდა და შეგრძნება. რა თქმა უნდა, თავისი გამონაკლისები არსებობს, მაგრამ ერთიანობაში პროცესი დემოკრატიულად მიმდინარეობს. ეს არის პროფესიული არჩევნები და არ არის პოლიტიკური ან რაიმე სხვა ტიპის. ჩვენ კოლეგიალურად გადავწყვეტთ, ვინ უხელმძღვანელებს ასოციაციას მომავალი 4 წლის განმავლობაში”, - განაცხადა ასათიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და ასოციაციის მმართველი ორგანოების არჩევნები მიმდინარეობს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო